Saturday, November 26, 2016

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი  და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთირთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.ამ მოდულში ძალიან საინტერესო მასალებია .
      ვისწავლეთ ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება.შევისწავლეთ თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ეს  მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
     ამ მოდულში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
    შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.მოდულის ბოლოს გამოვიყენეთ დარჩენილი დრო,გადავხედეთ სავარაუდო ნაშრომებს.შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
   დიდი მადლობა მასწავლების სახლს , ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ამ ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

მეოთხე მოდული ძალიან  საინტერესო იყო.ვიმსჯელეთ თუ ,როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი;განვიხილეთ ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ,პუბლიკაციის ,ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.
  მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა,დამეხმრა,განვსაზღვრო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გვსურს, რომ ავსახოთ ნიმუშში.
  მას შემდეგ,რაც მოსწავლის თვალთახედვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, უკეთესი წარმოდგენა შემექმნა,თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.
     დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Saturday, November 12, 2016

 ტრენინგის მესამე მოდულის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში დავწყვილდით: გამოვოყენეთ მეთოდი: ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე". გადავხედეთ ერთმანეთის პროექტებს და გავუზიარეთ ჩვენი აზრი. მეწყვილეს მივეცი რჩევა საკვანძო კითხვის დასმასთან დაკავშირებით. მანაც მომცა რჩევა- შემეცვალა რამდენიმე შინაარსობრივი კითხვა.
   ამ მოდულის ფარგლებში გავეცანით იმ მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ და შესაბამისად გავიაზრეთ თუ რომელი შეფასების მეთოდი გამოგვეყენებინა ჩვენს პროექტში. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შეფასების  მოკლე მონახაზი.
        გავეცანით 21-ე საუკენის უნარებს. კერძოდ ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს რომელ ფაზაში დაგვჭირდება ტექნოლოგიები. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სხვადასხვა საიტზე შესვლა, როგორ გადაუგზავნოთ ლინკი. ვესაუბროთ ბავშვებს საავტორო უფლებების დაცვაზე და ა. შ.
       ტრენინგი მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. ძალიან მომეწონა საიტზე განთავსებული სხვადასხვა სახის ჩეკლისტების ფორმები, რომლებსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების და თვითშეფასების დროს.


 შეხვედრის პირველ და მეორე დღეს ტრენერმა გაგვაცნო ინტელის, პროექტების სწავლების ზოგადი კურსი. გავეცანით მის მიზნებდა და ამოცანებს. ვნახეთ ინტერნეტში მისი გზამკვლევი, სადაც თავმოყრილია უამრავი საინტერესო ინფორმაცია და სიახლე პროექტებთან დაკავშირებით. გავეცანი როგორ გავხსნა და განვაარქივო დაარქივებული საქაღალდე. გავეცანით პროექტების ნიმუშებს. ვნახეთ სასწავლო პროექტის შაბლონი. გავაკეთეთ საკუთარი საქაღალდე. პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. მეორე დღეს გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მახასიათებლებს. ჯგუფებმა გავაკეთეთ პრეზენტაციები. გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშებს, ჩამოვტვირთეთ შაბლონები ვორდში. შევქმენით საკუთარი ბლოგი. 

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აღნიშნული მოდული, განსაკუთრებით ბუკლეტების შექმნა

Saturday, October 22, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

       მეორე მოდული დავიწყეთ ჩვენი პროექტის სამიზნე სტანდარტების შერჩევით.  გადავედით პროექტის მიზნისა და ამოცანების შერჩევასა და  დაწერაზე.  განვიხილეთ    შეფასების  დროის ჩარჩო. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.
       მეორე მოდულიც შინაარსობრივად დატვირთული იყო.